ფიფა ტოკიოს ოლიმპიადაზე 24 წლის ფეხბურთელებს დაუშვებს

20:55, 04.04.2020

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ტოკიოს ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირისთვის ასაკობრივი ლიმიტი გაზარდა, რომელიც 2021 წელს გაიმართება.

ირკვევა, რომ გაისად, ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება ექნებათ არა 23, არამედ 24- წლამდე ფეხბურთელებს.

ფიფა-მ ეს ნაბიჯი იმის გამო გადადგა, რომ ფეხბურთელებმა, რომლებიც ემზადებოდნენ 2020 წელს ოლიმპიადაზე გამოსასვლელად, მომავალ წელს შეძლონ თამაში, – წერს გაზეთი „გარდიანი“.

მსგავსი