ფიფა თამაშგარის წესის შეცვლას ცდილობს
ფიფა თამაშგარის წესის შეცვლას ცდილობს

ბრიტანული გაზეთის „თაიმსის“ ინფორმაციით, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) თამაშგარის წესის გამარტივებას აპირებს. კერძოდ, „ოფსაიდი“ დაფიქსირდება მხოლოდ მაშინ, თუ შემტევი ფეხბურთელის მთელი სხეული იქნება დამცველზე წინ და მათ შორის აშკარა სივრცე გამოჩნდება.

თუ ფიფა მოიწონებს ახალ წესს, მაშინ მას განსახილველად გაუგზავნიან საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს (IFAB). ახალ სისტემას ტესტს ჩაუტარებენ და სავარაუდოდ, დაამტკიცებენ.

უფრო ადრე, საკუთარი აზრი თამაშგარის წესის შეცვლის შესახებ უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმაც გამოთქვა.