ფიფა-ში მითხრეს, რომ პორტუგალიის გოლი გაუქმდებოდა – დეშამი დღემდე სინანულით იხსენებს ორი ფინალის წაგებას #1TVSPORT

14:23, 24.06.2026

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა აღიარა, რომ ხელიდან გაშვებული ტიტულების გამო, სინანულის გრძნობა დღემდე არ აძლევს მოსვენებას, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიებს შეეძლო გადაეწერა ფრანგული ფეხბურთის ისტორია.

დეშამმა გაიხსენა თავის სამწვრთნელო კარიერაში ორი ყველაზე მტკივნეული მარცხი:

„უკან ვიყურები და ორივე ფინალი – 2016 და 2022 წელს – დღემდე დიდ ტკივილს მანიჭებს. ორივე შემთხვევაში საქმე მივიდა ჩვენთვის სასტიკ შედეგამდე.

ფიფა-ს ერთ-ერთ სხდომაზე ისიც კი შევიტყვე, რომ ევრო 2016-ის ფინალში პორტუგალიის ნაკრების გამარჯვების გოლი გაუქმდებოდა, იმ დროს VAR-ის სისტემა შემოღებული რომ ყოფილიყო. საგოლე შეტევის დასაწყისში, პორტუგალიელებმა თამაშის წესი დაარღვიეს.

რა თქმა უნდა, ახლა ისტორიის შეცვლა შეუძლებელია…“

საშინაო ევრო 2016-ის ფინალში საფრანგეთმა 0:1 წააგო დამატებით დროში ედერის გოლის გამო, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალში კი არგენტინის წინააღმდეგ (3:3) პენალტების სერიაში დამარცხდა.

მსგავსი