ფიფა საიუბილეო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეთა რიცხვის 64-მდე გაზრდას აპირებს #1TVSPORT

22:53, 06.03.2025

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) განიხილავს მონაწილეთა რიცხვის გაზრდას მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 2030 წელს სამ კონტინენტზე ჩაივლის, – იტყობინება გაზეთი The New York Times-ი.

წყაროს ცნობით, მონაწილე ნაკრებების ერთჯერადი ზრდა 64 გუნდამდე შეიძლება მოხდეს მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის ჩატარების 100 წლისთავთან დაკავშირებით.

64 ნაკრების მონაწილეობით ტურნირის ჩატარების წინადადება წამოაყენეს ფიფა-ს საბჭოს სხდომაზე.

ამ შეთავაზებამ დააინტერესა ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო. სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე მონაწილეთა რიცხვი 32-დან 48-მდე გაიზარდა.

მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატს სამი ქვეყანა უმასპინძლებს – ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო. გარდა ამისა, ურუგვაი, არგენტინა და პარაგვაი უმასპინძლებენ საწყის სამ შეხვედრას.

მსგავსი