ფიფა-ს ვერსიით, 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის 11 მოთამაშე იბრძოლებს #1TVSPORT
ფიფა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მიხედვით, წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
გამარჯვებულს გულშემატკივრები ფიფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოკითხვის შედეგად გამოავლენენ.
ფიფა-ს ვერსიიით, 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძოლებენ:
უსმან დემბელე, აშრაფ ჰაკიმი, ნუნუ მენდეში, ვიტინია („პარი სენ-ჟერმენი“), ჰარი კეინი („ბაიერნი“), კილიან მბაპე („რეალი“), კოულ პალმერი („ჩელსი“), ლამინ იამალი, რაფინია, პედრი („ბარსელონა“), მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“).
2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ფიფა-მ მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი ვინისიუს ჟუნიორი დაასახელა.
2025 წლის დაჯილდოების ცერემონიის ოფიციალური თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.