ფიფა-ს რევოლუციური გადაწყვეტილება - ფეხბურთელებმა სეზონში სამი ტრანსფერის უფლება მიიღეს
ფიფა-ს რევოლუციური გადაწყვეტილება - ფეხბურთელებმა სეზონში სამი ტრანსფერის უფლება მიიღეს

ფიფა-ს დროებითი ცვლილებები შეაქვს წესებში. ამ გადაწყვეტილებით, დროებით გაუქმდა წესი, რომელიც მოთამაშეებს ერთ სეზონზე ორზე მეტ გუნდში ჩარიცხვის უფლებას არ აძლევდა.

როგორც მსოფლიო ფეხბურთის ასოციაციის დადგენილებაშია მითითებული, ეს წესი დროებით შეიცვალა და მოთამაშეებს ახლა ერთ საფეხბურთო სეზონში შეუძლიათ, სამ სხვადასხვა გუნდში ითამაშონ. ეს კიდევ ერთი ღონისძიებაა, რომელიც ფიფა-ს ხელმძღვანელთა აზრით, ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომელიც პანდემიის გამო ფეხბურთში წარმოიქმნა.

ფიფა-ში განმარტავენ, ეს ნაბიჯი იმიტომ გადაიდგა, რომ კორონავირუსის გამო მოთამაშეთა შორის უმუშევრობის რაოდენობის გაზარდის საფრთხე თავიდან იყოს აცილებული.

ფიფა-ში ასევე გადაწყდა, რომ ეროვნულ ფედერაციებს ნება დართეს 2020/21 პერიოდის „სატრანსფერო ფანჯრები“ წლევანდელი ღონისძიებების დასრულებამდე გახსნან.