ფიფა-ს რეიტინგის ახალი ლიდერი ესპანეთი გახდა #1TVSPORT

14:34, 18.09.2025
MADRID, SPAIN - MARCH 26: Team of Spain with Unai Simon, Dani Carvajal, Aymeric Laporte, Robin Le Normand, Marc Cucurella, Fabian Ruiz, Dani Olmo, Rodri, Alvaro Morata, Nico Williams, Lamine Yamal during the International Friendly match between Spain and Brazil at Estadio Santiago Bernabeu on March 26, 2024 in Madrid, Spain. (Photo by Pablo Morano/BSR Agency/Getty Images)

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის სათავეში სერიოზული ცვლილებები მოხდა.

პირველ ადგილზე გადავიდა ესპანეთი, რომელიც აქამდე მეორე ადგილზე იყო. მესამედან მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა საფრანგეთმა. ორივემ გაუსწრო არგენტინას, რომელიც ლიდერობდა კლასიფიკაციას.

პირველი ხუთეულიდან გავარდა ბრაზილია და ახლა კარლო ანჩელოტის გუნდი მეექვსე ადგილზეა. მეხუთეზე გადავიდა პორტუგალია. მეოთხე ადგილზე დარჩა ინგლისი.

ტოპათეულში შევიდა იტალიის ნაკრები, ხოლო TOP-10-დან, თავის მხრივ, გავარდა გერმანიის ნაკრები, რომელიც მე-12 ადგილზეა.

ფიფა-ს ახალი რეიტინგის TOP-10 ასე გამოიყურება:

1(2). ესპანეთი – 1875.37

2(3). საფრანგეთი – 1870.92

3(1). არგენტინა – 1870.32

4(4). ინგლისი – 1820.44

5(6). პორტუგალია – 1779.55

6(5). ბრაზილია – 1761.6

7(7). ნიდერლანდები – 1754.17

8(8). ბელგია – 1739.54

9(10). ხორვატია – 1714.2

10(11). იტალია – 1710.06

მსგავსი