ფიფა-ს საფეხბურთო აგენტის ლიცენზიის მისაღები მეორე გამოცდისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს, რომელიც 31 ივლისამდე გაგრძელდება.
ფიფა-ს საფეხბურთო აგენტების ახალი დებულების თანახმად, 2023 წლის 1-ელი ოქტომბრიდან საფეხბურთო აგენტის საქმიანობის განსახორციელებლად სავალდებულო ხდება ფიფა-ს შესაბამისი ლიცენზია.
სფფ-ის ცნობით, პირები, რომლებსაც ფიფა-ს აგენტის ლიცენზია ადრე აქვთ მიღებული, ახალი ლიცენზიის აღებას გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ. ამისთვის მათ ფიფა-ს აგენტების პლატფორმაზე (agents.fifa.com) 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ განაცხადი და დებულებაში წარმოდგენილი მოთხოვნები დააკმაყოფილონ.
სფფ-ის საფეხბურთო აგენტების ლიცენზირების განყოფილების ორგანიზებით, ფიფა-ს საფეხბურთო აგენტების ლიცენზირების პირველი გამოცდა 19 აპრილს გაიმართა, მეორე კი 20 სექტემბერს დაიგეგმა.