ფიფა-ს პრეზიდენტს ფეხბურთში ხელფასებისა და ტრანსფერების შეზღუდვა სურს #1TVSPORT
ფიფა-ს პრეზიდენტს ფეხბურთში ხელფასებისა და ტრანსფერების შეზღუდვა სურს #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ფრანგული გამოცემა „ეკიპისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გამოაცხადა მსოფლიო ფეხბურთში შესაძლო რეფორმებზე.

„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ფეხბურთში ხელფასის ზედა ზღვარის შემოღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. ასევე გეგმაში გვაქვს საფეხბურთო ტრანსფერების ღირებულებების შემცირება“, – განაცხადა ინფანტინომ.

გარდა ამისა, ფიფა-ს პრეზიდენტმა ილაპარაკა იმ გუნდების სავარაუდო სასჯელზე, რომლებსაც საკუთარი სუპერლიგის შექმნა უნდოდათ.