ფიფა-ს პრეზიდენტმა უახლოესი წლებისთვის ფეხბურთის განვითარების გეგმა წარმოადგინა
ფიფა-ს პრეზიდენტმა უახლოესი წლებისთვის ფეხბურთის განვითარების გეგმა წარმოადგინა

ფიფა-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ თავისი არჩევიდან ოთხი წლის თავზე ფეხბურთის განვითარების გეგმა გამოაქვეყნა, რომელსაც ასე ჰქვია: „ხედვა 2020-23: როგორ გავხადოთ ფეხბურთი რეალურად გლობალური“.

„ამ დოკუმენტში გადმოცემულია საფეხბურთო სამყაროს მომავალი მოდერნიზაციის გეგმა, მისი მასშტაბების გაფართოება და იმ გზაზე დადგომა, რომ ერთხელ მივიდეთ იმ დონემდე, რომ გვყავდეს ყველა კონტინენტიდან უმაღლესი დონის მინიმუმ 50 ეროვნული ნაკრები და 50 გუნდი.

ამ ოთხი წლის განმავლობაში 100-ზე მეტი ქვეყანა მოვინახულე და გადავწყვიტეთ, დავადგეთ იმ გზას, რომელიც ფეხბურთს მართლაც გლობალურს გახდის. ჩემი ხედვა მდგომარეობს იმაში, რომ ორგანიზაციამ ხელი შეუწყოს ფეხბურთის ყველა რეგიონში განვითარებას. ეს რთული არ მგონია: მთელს პლანეტაზე მძლავრი და პოპულარული თამაში უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი არ არის მხოლოდ რამდენიმე რეგიონში. ჩვენი უმნიშვნელოვანესი მისიაა – ფეხბურთის რეალური გლობალიზება, პოპულარიზაცია და დემოკრატიზაცია მთელი სამყაროსთვის“, – დაწერა ინფანტინომ.