ფიფა-ს პრეზიდენტმა სატრანსფერო ბაზრის მუშაობაში ცვლილებები დააანონსა - ყველა თანხა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაში გაივლის #1TVSPORT
ფიფა-ს პრეზიდენტმა სატრანსფერო ბაზრის მუშაობაში ცვლილებები დააანონსა - ყველა თანხა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაში გაივლის #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ სატრანსფერო ბაზრის მუშაობაში ცვლილებები განხორციელდა. ახალი წესები ძალაში 2022 წლის 16 ნოემბერს შევა.

„ფიფა-ს საინფორმაციო ცენტრმა დაამტკიცა წესები, რომელიც ჯერ კიდევ ორი წლის შემუშავდა სატრანსფერო სისტემის რეფორმისთვის. სწორედ ამ ცენტრში გაივლის ყველა გადახდა, რომელიც ტრანსფერებს უკავშირდება. ჩვენ დავიწყებთ კომპენსაციების გაცემას იმ კლუბებისთვის, რომლებიც ფეხბურთელების აღზრდით არიან დაკავებულნი.

ლაპარაკია მცირე კლუბებზე, მათ შორის ზოგიერთი სამოყვარულოა და მათ არ გააჩნიათ რესურსი იმისთვის, რომ ფული მოითხოვონ. ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ ავტომატიზირებული სისტემა – პროფესიონალი ფეხბურთელის თითოეული ტრანსფერიდან თანხა ავტომატურად გადაირიცხება კლუბებში ფიფა-ს საინფორმაციო ცენტრის დახმარებით. ეს შეცვლის პატარა კლუბების ცხოვრებას.

ფეხბურთს სჭირდება სატრანსფერო სისტემის შექმნა, რადგან მისი მეშვეობით ყველა დონეზე სამართლიანად განაწილდება მოგება.

როცა სამართალდამცავი ორგანოები იწყებენ ტრანსფერების კვლევას, ისინი უცნაურ გადახდებს აწყდებიან. ასეთი რამ აღარ მოხდება და სატრანსფერო ბაზარი გამჭვირვალე იქნება. გვსურს ამ ყველაფრის კონტროლი. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ თანხა მიემართება იქ, სადაც საჭიროა“, – განაცხადა ინფანტინომ ფიფა-ს საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.