ფიფა-ს პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა #1TVSPORT
ფიფა-ს პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ G20-ის სამიტზე გამართული არაოფიციალური სადილის დროს ქვეყნების ლიდერებს უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

G20-ის სამიტი ინდონეზიაში 15-16 ნოემბერს იმართება.

„რუსეთმა ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატი 2018 წელს, უკრაინა ცდილობს 2030 წელს ჩემპიონატის ჩატარების უფლების მოპოვებას. შემდეგი ჩემპიონატი სულ მალე დაიწყება. ამასთან დაკავშირებით თქვენთან წინადადება მაქვს: მოილაპარაკეთ ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე – თუნდაც მცირე ხნით, თუმდაც ეს იყოს ერთი თვე, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების პერიოდში. ან მოაწყვეთ ჰუმანიტარული დერეფნები ან რაღაც მსგავსი, რათა ეს გახდეს პირველი ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის დიალოგისკენ“, – მიმართა ინფანტინომ G20-ის ქვეყნების ლიდერებს.