ფიფა-ს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მსოფლიო ჩემპიონს ტრამპთან ერთად დააჯილდოვებს #1TVSPORT
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ დაადასტურა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულს თასს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ერთად გადასცემს.
„ჩვენ ტრამპთან ერთად ვისიამოვნებთ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალით და ერთად გადავცემთ გამარჯვებულს მსოფლიო თასს“, – განაცხადა ინფანტინომ ტელეკომპანია Fox-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 19 ივლისს, ისტ რუზერფორდში, „მეტლაიფ სტედიუმზე“ გაიმართება.