ფიფა-ს პრეზიდენტი სუფთა დროზე - საათნახევრიანი მატჩი ფაქტობრივად არ უნდა გრძელდებოდეს 46-48 წუთი #1TVSPORT
ფიფა-ს პრეზიდენტი სუფთა დროზე - საათნახევრიანი მატჩი ფაქტობრივად არ უნდა გრძელდებოდეს 46-48 წუთი #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ აზრი გამოთქვა ფეხბურთში სუფთა დროის შემოღების შესახებ.

„ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭო მუშაობს – არის საფეხბურთო მატჩის სუფთა დრო. ჩვენ უნდა მოვნახოთ რაიმე გადაწყვეტილება, რადგან მიმაჩნია, რომ საათნახევრიანი მატჩი ფაქტობრივად არ უნდა გრძელდებოდეს 46-48 წუთი.

ჩვენ შევიტანთ მთელ რიგ წინადადებებს, რომლებსაც შემდეგ გაითვალისწინებენ და შეამოწმებენ. ზოგიერთი სკეპტიკურად შეხვდება ასეთ ცვლილებებს, მაგრამ საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭო ღიაა ნებისმიერი წინადადებებისთვის, რომელიც ფეხბურთის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა ინფანტინომ.