ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო - დიეგო მარადონას დღე ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა აღვნიშნოთ #1TVSPORT
ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო - დიეგო მარადონას დღე ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა აღვნიშნოთ #1TVSPORT

ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე გარდაცვლილი დიეგო მარადონას ხსოვნის დღე უნდა აღინიშნებოდეს.

ღონისძიება, რომელიც დიეგო მარადონას გარდაცვალების მეორე წლისთავს მიეძღვნა, კატარში, წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმართა და მას ჯანი ინფანტინო დაესწრო. ფიფა-ს პრეზიდენტმა პატივი მიაგო გარდაცვლილი არგენტინელი ლეგენდის ხსოვნას და შემდეგ განაცხადა, რომ მარდონა ყველა მუნდიალზე იმსახურებს ამ პატივს ფეხბურთზე უდიდესი გავლენის გამო.

„დიეგო უკვდავია და ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ პატივისცემა, არამედ დიეგოს სახელის განდიდება. ამიერიდან ყოველ მსოფლიო თასზე ერთი დღე უნდა მივუძღვნათ დიეგო არმანდო მარადონას, რადგან მან უამრავ ადამიანს შეაყვარა ჩვენი სახეობა.

მე ვარ იტალიელი, „ინტერის“ ფანი და არა არგენტინელი ან „ნაპოლის“ გულშემატკივარი. რა თქმა უნდა, დიეგომ არაერთხელ მიგვიყვანა ტირილამდე „ინტერისა“ და იტალიის ნაკრების წინააღმდეგ კარგი თამაშით. მაგრამ ჩვენ ის გვიყვარს.

ვამაყობ, რომ ფეხბურთში ჩემი და ალეხანდროს (დომინგესიკონმებოლის (საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს სამხრეთ ამერიკული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს) პრეზიდენტი) მოსვლის შემდეგ დიეგო ჩვენთან ერთად დაბრუნდა, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირადად მქონდა შესაძლებლობა, ბევრჯერ მესაუბრა და გვემეგობრა. სწორედ მაშინ მივხვდი, რა სულის ადამიანი იყო.

დიეგო იყო უდიდესი ლიდერი არგენტინაში, სამხრეთ ამერიკაში და მთელ მსოფლიოში. დიდი ემოციები მაქვს, გვსურს, ის იყოს ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ ჩვენს გულებში ნამდვილად არის“, – განაცხადა ფიფა-ს პრეზიდენტმა.