ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ირანის ნაკრები ითამაშებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე და თავის მატჩებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაატარებს, როგორც ეს თავიდანვე იყო დაგეგმილი.
„ირანი იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე. ამის გამო ძალიან მოხარულები ვართ, რადგან ეს ძალიან ძლიერი ნაკრებია. მე მოვინახულე გუნდი, ველაპარაკე მოთამაშეებსა და მწვრთნელს, ასე რომ, ყველაფერი წესრიგშია.
ირანის ნაკრების მატჩები ჩატარდება იქ, სადაც უნდა ჩატარებულიყო წილისყრის შედეგების თანახმად“, – განაცხადა ინფანტინომ სააგენტო AFP-სთან კომენტარში.