ფიფა-ს პრეზიდენტი ერთიანი აფრიკული საფეხბურთო ლიგის შექმნის იდეით გამოდის
ფიფა-ს პრეზიდენტი ერთიანი აფრიკული საფეხბურთო ლიგის შექმნის იდეით გამოდის

ფიფა-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ახალი ტურნირის შექმნის იდეა წამოაყენა – მან კონტინენტის საფეხბურთო კონფედერაციას ერთიანი აფრიკული საფეხბურთო ლიგის დააარსება შესთავაზა. ამ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

„ჩვენ უნდა შევარჩიოთ 20 საუკეთესო აფრიკული გუნდი და მივცეთ მათ ერთიან აფრიკულ ლიგაში გაერთიანების საშუალება. ასეთმა პროექტმა შეიძლება 200 მილიონი დოლარის ოდენობის მოგება მოიტანოს.

ეს ტურნირი აუცილებლად შევა მსოფლიოს 10 საუკეთესო ტურნირის რიცხვში. თუ მოხერხდება საკმარისი თანხის შეგროვება, შესაძლებელი იქნება თითოეულ აფრიკულ სახელმწიფოში საერთაშორისო კლასის სტადიონის აშენება.

მე მაქვს დიდი სურვილი – აფრიკული ფეხბურთი უფრო უკეთესი გახდეს. ჩვენ ვუზრუნველყოფთ აფრიკელი მსაჯების დონის ამაღლებას“, – თქვა ინფანტინომ.