ფიფა-ს მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში მონაწილეობაზე უკრაინულმა კლუბმა უარი თქვა #1TVSPORT
ფიფა-ს მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში მონაწილეობაზე უკრაინულმა კლუბმა უარი თქვა #1TVSPORT

უკრაინულმა კლუბმა, ზაპოროჟიეს „მეტალურგმა“ უარი თქვა ფიფა-სა და FIFPRO-ს მიერ ორგანიზებულ გამოკითხავში მონაწილეობაზე, რომელმაც 2021/22-ის წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები უნდა გამოავლინოს, – ამის შესახებ კლუბის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა.

„კლუბმა უკრაინის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციისგან წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ ფიფა, FIFPRO-სთან ერთად, ატარებს გლობალურ ონლაინგამოკითხვას პროფესიონალ მოთამაშეებს შორის, რათა შეარჩიონ მსოფლიოს 11 საუკეთესო მოთამაშე 2021/22 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრების შესადგენად.

„მეტალურგის“ პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთია: ფეხბურთელები, პროტესტის ნიშნად, უარს აცხადებენ ხმის მიცემაზე ფიფას პრორუსული პოზიციის გამო, რომელმაც მხარი არ დაუჭირა უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივას და უარი უთხრა მას კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ სიტყვით გამოსვლაზე.

ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ მეტალურგის მოთამაშეები ფიფა-სა და FIFPRO-ს 2021/22 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრების გამოსავლენ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ“, – წერია „მეტალურგის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.