ფიფა-ს გამოკითხვაში ვილი სანიოლისა და გურამ კაშიას არჩევანი ცნობილია # 1TVSPORT
ფიფა-ს გამოკითხვაში ვილი სანიოლისა და გურამ კაშიას არჩევანი ცნობილია # 1TVSPORT

2022 წლის საუკეთსო ფეხბურთელი ფიფა-მ ეროვნული ნაკრებების მწვრთნელების, კაპიტნებისა და მედიის წარმომადგენლების გამოკითხვით გამოავლინა. მოულოდნელი არაფერი მომხდარა – ფიფა-ს ტრადიციულ გალასაღამოზე წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი არგენტინის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ლიდერმა, ლიონელ მესიმ მიიღო.

მესიმ მწვრთნელებისგან 728 ქულა დაიმსახურა, კაპიტნებისგან – 717, ხოლო მედიის წარმომადგენლებისგან – 836. მეორე ადგილზე არგენტინელის თანაგუნდელი, ფრანგი კილიან მბაპე გავიდა, ხოლო მესამეზე – მადრიდის „რეალის“ ლიდერი ქარიმ ბენზემა.

გამოკითხვაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია მონაწილეობდნენ. კაპიტანის სიმპათია ლიონელ მესისკენ გადაიხარა, ხოლო სანიოლმა პირველ ადგილზე თანამემამულე კილიან მპაბე დაასახელა.

ვილი სანიოლის სამეული: კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ქარიმ ბენზემა

გურამ კაშიას სამეული: ლიონელ მესი, კილიან მბაპე, ლუკა მოდრიჩი