ფიფა-ს გადაწყვეტილებით, კლუბებს შესაძლებლობა ექნებათ, აფრიკის ერთა თასისთვის გამოძახებული ფეხბურთელები 15 დეკემბრამდე არ გაათავისუფლონ #1TVSPORT
ფიფა-მ კლუბებს უფლება მისცა, აფრიკის ერთა თასისთვის გამოძახებული ფეხბურთელები გუნდებში 15 დეკემბრამდე დაიტოვონ.
თავდაპირველი გეგმით, კლუბებს ვალდებულება ჰქონდათ, მოთამაშეები ეროვნულ ნაკრებებში 6-7 დეკემბრის უქმეების შემდეგ გაეშვათ, თუმცა მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ვადები შეცვალა.
აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ აფრიკული საფეხბურთო სამყაროს დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრ ნაკრებს ამხანაგური მატჩები უკვე 8 დეკემბრიდან ჰქონდა ჩანიშნული, რისთვისაც ფედერაციებმა სოლიდური ფინანსური რესურსი დახარჯეს. შექმნილი ვითარება კი მათ მოსამზადებელ ეტაპსა და გეგმებს მნიშვნელოვნად ცვლის.
აფრიკის ერთა თასი 2025 წლის 21 დეკემბერს დაიწყება და 2026 წლის 18 იანვარს დასრულდება. კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირს მაროკო უმასპინძლებს.