ფიფა-ს გადაწყვეტილებით, 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩის დროს „წყლის შესვენება“ დაინიშნება #1TVSPORT
ფიფა-ს გადაწყვეტილებით, 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩის დროს „წყლის შესვენება“ დაინიშნება #1TVSPORT

ფიფა-ს გადაწყვეტილებით, 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩის ორივე ტაიმის მიმდინარეობისას თამაში სამი წუთით შეჩერდება და დაინიშნება ე.წ. წყლის შესვენება.

აღნიშნული ცვლილება ემსახურება ფეხბურთელთა ჯანმრთელობის დაცვას და მათთვის სითხის მიღების აუცილებლობას, განსაკუთრებით მასპინძელი ქვეყნების – აშშ-ის, მექსიკისა და კანადის სპეციფიკური კლიმატური პირობებისა და ზაფხულის მაღალი ტემპერატურის გათვალისწინებით.

ახალი რეგულაციის თანახმად, შესვენება გამოცხადდება თითოეული ტაიმის შუა ნაწილში. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მატჩის მსვლელობას, მინიმუმ, 6 წუთი დაემატება, რაც თამაშის საერთო ხანგრძლივობას გაზრდის.

აღნიშნულ პრაქტიკას ფიფა 2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზეც იყენებდა, რომელიც ზაფხულში აშშ-ის ტერიტორიაზე ჩატარდა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველად ისტორიაში, 48 გუნდი ითამაშებს. ტურნირი 2026 წლის 11 ივნისს ქალაქ მეხიკოში გაიხსნება, ხოლო ფინალი 18 ივლისს, ნიუ ჯერსიში, ისტ რუზერფორდში მდებარე MetLife Stadium-ზე შედგება.