ფიფა-ს გადაწყვეტილებით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩები გადაიდო
ფიფა-ს გადაწყვეტილებით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩები გადაიდო

ფიფა-ს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო, სამხრეთ ამერიკაში გასამართი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გადაიდო.

ფიფა-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მატჩები, რომლებიც 2020 წლის 23-31 მარტს უნდა გამართულიყო, გადაიდო.

მატჩების გამართვის ახალი თარიღები ჯერ ცნობილი არ არის. „ფიფა გააგრძელებს სიტუაციის შეფასებას, რომელიც COVID-19-თან არის დაკავშირებული და გადაწყვეტს, შეიტანოს თუ არა ცვლილებები შესარჩევი თამაშების განრიგში“, – აღნიშნულია ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში.