ფიფა-ს „ფეისბუქის“ გვერდი აივსო შეტყობინებით - „დიდება უკრაინას!“
ფიფა-ს „ფეისბუქის“ გვერდი აივსო შეტყობინებით - „დიდება უკრაინას!“

„ფეისბუქზე“ ფიფა-ს ოფიციალურ გვერდს მკაცრი კრიტიკა შეხვდა გულშემატკივრებისგან. მოკლე პერიოდის განმავლობაში, ფანების ძალიან დიდმა რაოდენობამ დაბალი შეფასება (1) მისცა ამ გვერდს, ხოლო კომენტარებში დაწერეს: „დიდება უკრაინას!“.

„ფეისბუქის“ მომხმარებლებმა ამგვარი სახით გამოხატეს პროტესტი იმ სიტუაციის გამო, რომელიც ხორვატების – დომაგოი ვიდასა და ოგნენ ვუკოევიჩის გარშემო შეიქმნა. რუსეთის წინააღმდეგ ხორვატიის გამარჯვების შემდეგ, ნაკრების მცველმა, ვიდამ და ხორვატთა დელეგაციის წევრმა, ვუკოევიჩმა ჩაწერეს ვიდეო, რომელშიც რუსეთზე გამარჯვება უკრაინასა და თავიანთ ყოფილ გუნდს, კიევის „დინამოს“ მიუძღვნეს. ვიდეოში ვიდამ წარმოთქვა ფრაზა: „დიდება უკრაინას!“.

ფიფა-მ ვიდას გაფრთხილება მისცა და მას შეეძლება ნახევარფინალში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ თამაში. ხორვატიის საფეხბურთო კავშირმა კი ვუკოევიჩი ​დელეგაციის შემადგენლობიდან გარიცხა.

 

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android  iOS

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!

დატოვე კომენტარი