ფიფა-ს დაჯილდოებაზე სანიოლმა ფრანგები აირჩია, კანკავამ - მესი #1TVSPORT
ფიფა-ს დაჯილდოებაზე სანიოლმა ფრანგები აირჩია, კანკავამ - მესი #1TVSPORT

ცნობილი გახდა, ფიფა-ს ყოველწლიური პრემიის The Best-ის გამოკითხვაზე („ოქროს ბურთის“ ანალოგი) საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ვის დაუჭირეს მხარი.

საუკეთესო მამაკაცი მოთამაშის ჯილდოს ნომინანტები იყვნენ რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), ლიონელ მესი (პსჟ) და მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), გამარჯვებული კი რობერტ ლევანდოვსკი გახდა.

The Best-ის გამოვლენისას ეროვნული ნაკრების კაპიტნებსა და მწვრთნელებთან ერთად, ხმას ჟურნალისტებიც აძლევდნენ. პირველ ადგილზე დასახელებული იღებს 5 ქულას, მეორეადგილოსანი – 3 ქულას, ხოლო მესამეადგილოსანი – 1 ქულას.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საუკეთესოდ ქარიმ ბენზემა დაასახელა, სამეულში კი სულ ორი ფრანგი მოახვედრა.

„ჯვაროსნების“ კაპიტანმა ჯაბა კანკავამ პირველობა ლიონელ მესის მიანიჭა, სამეულში კი ფრანგი და იტალიელი ფეხბურთელები შეიყვანა.

ვილი სანიოლი

1 – ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი, რეალი), 2 – რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი, ბაიერნი), 3 – კილიან მბაპე (საფრანგეთი, პსჟ),

ჯაბა კანკავა

1 – ლიონელ მესი (არგენტინა, პსჟ), , 2 – ნგოლო კანტე (საფრანგეთი, რეალი), 3 – ჟორჟინიო (იტალია, ჩელსი)

პოლონეთის ნაკრების და „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ზედიზედ მეორედ მოიგო The Best – ამით რობერტ ლევანდოვსკიმ გაიმეორა კრიშტიანო რონალდოს, რონალდინიოსა და რონალდოს შედეგი, რომლებსაც ეს საპატიო ჯილდო ასევე ზედიზედ ორჯერ აქვთ მოგებული.

დატოვე კომენტარი