„ფიფას“ (FIFA) ახალ რეიტინგში საქართველო ისევ 94-ე ადგილზეა
„ფიფას“ (FIFA) ახალ რეიტინგში საქართველო ისევ 94-ე ადგილზეა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ეროვნული ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. პოზიცია არ შეუცვლია საქართველოს ნაკრებს, რომელიც 1255 ქულით 94-ე ადგილზე დარჩა.

ცვლილებები მოხდა რეიტინგის ზედა ნაწილში. იმის გამო, რომ გასულ თვეში ევროპულ ნაკრებებს არ უთამაშიათ, ხოლო სამხრეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აფრიკაში კონტინენტის პირველობები გაიმართა, ევროპულ ქვეყნებს უკან დახევა მოუწიათ. მაგალითად, ბრაზილიამ მეორე ადგილი წაართვა მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთს, ურუგვაიმ გაუსწრო პორტუგალიასა და ხორვატიას და ა.შ.

საბოლოოდ, პირველ ოცეულში მყოფმა ყველა ევროპულმა გუნდმა განიცადა ვარდნა, გარდა ბელგიისა და ინგლისისა. გერმანიამ ოთხი ადგილი დაკარგა და მე-15 ადგილზეა. მომდევნო ორ ადგილზე იტალია და ჰოლანდია არიან, რომლებიც ორ-ორი საფეხურით დაქვეითდნენ

„ფიფას“ (FIFA) ახალი რეიტინგის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1(1). ბელგია – 1746

2(3). ბრაზილია – 1726

3(2). საფრანგეთი – 1718

4(4). ინგლისი – 1652

5(8). ურუგვაი – 1637

6(5). პორტუგალია – 1631

7(6). ხორვატია – 1625

8(13). კოლუმბია – 1622

9(7). ესპანეთი – 1617

10(11). არგენტინა – 1610

დატოვე კომენტარი