ფიფა-მ ნიუ იორკში, ტრამპის კოშკში ოფისი გახსნა #1TVSPORT

10:47, 09.07.2025

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ოფისი გახსნა ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარე ტრამპის კოშკში.

გახსნის ცერემონიაზე შედგა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის თასის პრეზენტაცია. 13 ივლისამდე თასის ხილვა ყველა მსურველს შეეძლება.

ცერემონიისას სიტყვები წარმოთქვეს ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდომ და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟმა, ერიკ ტრამპმა.

თავის გამოსვლაში ინფანტინომ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტსა და მთავრობას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჩატარებაში გაწეული უპრეცედენტო დახმარებისთვის.

მსგავსი