ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) დაასახელა მსაჯები, რომლებიც მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე იმუშავებენ.
სიაშია 52 მთავარი არბიტრი, 88 გვერდითი მსაჯი და 30 ვიდეოდამხმარე. ისინი წარმოადგენენ ექვსივე საფეხბურთო კონფედერაციას და 50 ქვეყანას, რაც მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდია.
მიწვეულ მსაჯებს შორის ყველაზე ცნობილები არიან: იშტვან კოვაჩი, ფრანსუა ლეტექსიე, დანი მაკელი, შიმონ მარჩინიაკი, მაიკლ ოლივერი, ენტონი ტეილორი, კლემან ტურპენი, ფელიქს ცვაიერი, სლავკო ვინჩიჩი, მაურიციო მარიანი და სხვები.