ფიფა-მ ჯგუფური ეტაპის კიდევ ორ მატჩზე დანიშნა ქალი არბიტრები #1TVSPORT
ფიფა-მ ჯგუფური ეტაპის კიდევ ორ მატჩზე დანიშნა ქალი არბიტრები #1TVSPORT

ამერიკელი ტორი პენსო და მექსიკელი კატია გარსია ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩებზე მთავარ არბიტრებად დაინიშნენ.

ფიფა-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, პენსო მთავარი მსაჯი იქნება 25 ივნისს, ეკვადორისა და გერმანიის შეხვედრაზე. უფრო ადრე, ამერიკელმა იმსაჯა ჩეხეთისა და სამხრეთ აფრიკის მატჩი.

კატია გარსია 25 ივნისს მოემსახურება ტუნისისა და ნიდერლანდების მატჩს.

მექსიკელი მესამე ქალი არბიტრი გახდება პენსოსა და ფრანგი სტეფანი ფრაპარის შემდეგ, ვინც მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატზე იმსაჯებს.