ფიფა-მ ივნისში დამატებითი სატრანსფერო ფანჯრის გახსნა დაამტკიცა #1TVSPORT
ფიფა-მ ივნისში დამატებითი სატრანსფერო ფანჯრის გახსნა დაამტკიცა #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ოფიციალურად დაადასტურა დამატებითი სატრანსფერო ფანჯრის შემოღება ივნისის დასაწყისში. ეს ეხება ყველა იმ ქვეყნის ფედერაციას, რომელთა გუნდებიც ითამაშებენ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. ეს ფანჯარა შესაძლებლობას მისცემს გუნდებს, დაარეგისტრირონ ახალი ფეხბურთელები, რომლებიც ტურნირზე გამოსვლას შეძლებენ.

„კლუბებს შორის მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატის რეგლამენტის შესაბამისად, 20-ივე ეროვნულმა ფედერაციამ, რომელთა კლუბებიც მონაწილეობენ ტურნირში, დაადასტურა სარეგისტრაციო პერიოდის გახსნა 1-10 ივნისის პერიოდში. ეს გუნდებს ახალი ფეხბურთელების განაცხადში შეყვანის საშუალებას მისცემს. საფინალო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2025 წლის 10 ივნისია“, – წერია ფიფა-ს ოფიციალურ განცხადებაში.

ეს არის იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ფედერაციებმაც მიიღეს დამატებით სატრანსფერო ფანჯარაზე უფლება: არგენტინა, ავსტრია, ბრაზილია, ეგვიპტე, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, კორეა, მექსიკა, მაროკო, ახალი ზელანდია, პორტუგალია, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, ტუნისი, არაბეთის გაერთიანებული საამორიები და ამერიკის შეერთებული შტატები.

ასევე აღნიშნავენ, რომ მონაწილე გუნდებს 27 ივნისიდან 3 ივლისამდე შეეძლებათ, ცვლილებები შეიტანონ შემადგენლობაში. ეს შესაძლებელია მხოლოდ ღია სტანდარტული სატრანსფერო ფანჯრის პირობებში და მიმართულია იქითკენ, რომ ფეხბურთელებმა, რომლებსაც კონტრაქტები ეწურებათ, მიიღონ გადაწყვეტილება, რაც მათ ტურნირზე მონაწილეობის საშუალებას მისცემთ.

„მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ საუკეთესო ფეხბურთელებს ჰქონდეთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ ტურნირში, ხოლო კლუბებს შეეძლოთ ჩემპიონატის მსვლელობის დროსაც კი შემადგენლობის გაძლიერება“, – ხაზი გაუსვეს ფიფა-ში.

კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მაიამიში 15 ივნისს დაიწყება.