ფიფა-მ დაასახელა კლუბები, რომლებიც 2025 წელს განახლებულ საკლუბო მსოფლიოს თასზე ითამაშებენ #1TVSPORT
ფიფა-მ დაასახელა კლუბები, რომლებიც 2025 წელს განახლებულ საკლუბო მსოფლიოს თასზე ითამაშებენ #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) გამოაცხადა მსოფლიოს პირველი საკლუბო ჩემპიონატის დეტალები, რომელშიც 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობას.

კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2025 წელს 15 ივნისიდან 13 ივლისამდე გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 32 გუნდი ფიფას ექვსი კონფედერაციიდან – აფრიკა, აზია, კონკაკაფ, კონმებოლ, ოკეანეთი, უეფა.

ფიფა-მ დაასახელა 19 მონაწილე, კიდევ 13 მოგვიანებით გაირკვევა.

ევროპიდან განახლებულ ტურნირში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას:

ჩემპიონთა გზა (ჩემპიონთა ლიგის 4 გამარჯვებული): ჩელსი (2020/21), რეალი (2021/22), მანჩესტერ სიტი (2022/23), 2023-24 წლების ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

რეიტინგული გზა (8 კლუბი): ბაიერნი, პარი სენ-ჟერმენი, ინტერი, პორტუ, ბენფიკა, კიდევ 3 გუნდი მოგვიანებით გაირკვევა.

ასევე ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ: ალ-აჰლი (ეგვიპტე), ვიდადი (მაროკო), ალ-ჰილალი (საუდის არაბეთი), ურავა რედ დაიმონდსი (იაპონია), მონტერეი (მექსიკა), სიეტლ საუნდერსი (აშშ), ლეონი (მექსიკა), ოკლენდ სიტი (ახალი ზელანდია), პალმეირასი, ფლამენგო, ფლუმინენსე (ყველა – ბრაზილია).