ფიფა-მ 2030 და 2034 წლების მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნები დაასახელა #1TVSPORT
ფიფა-მ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ესპანეთს, პორტუგალიასა და მაროკოს მიანიჭა, ხოლო 2034 წელს მუნდიალი საუდის არაბეთში ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ 2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატის პირველი სამი შეხვედრა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზეც გაიმართება. მსოფლიო თასის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერთი მატჩი ურუგვაიში (პირველი მუნდიალის მასპინძელი) ჩატარდება, ერთი – არგენტინაში (პირველი მუნდიალის ფინალისტი), ხოლო ერთიც – პარაგვაიში, რადგან კონმებოლის (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის მმართველი ორგანო) ოფისი პარაგვაიშია და 1930 წელს ეს ერთადერთი მოქმედი კონფედერაცია იყო.
ჯერ გადაწყვეტილი არაა, 2034 წელს მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში ზამთარში ჩატადება თუ ზაფხულში. აღნიშნული ქვეყანა ყველაზე მასშტაბური საფეხბურთო ფორუმისთვის 11 ახალ სტადიონს ააშენებს.