ფიფა-მ 2025 წლის საკონტინენტთაშორისო თასის კალენდარი გამოაქვეყნა #1TVSPORT
ფიფა-მ 2025 წლის საკონტინენტთაშორისო თასის კალენდარი გამოაქვეყნა #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა 2025 წლის საკონტინენტთაშორისო თასი კალენდარი.

კვირას, 14 სექტემბერს ეგვიპტის „პირამიდსი“ (აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული) შეხვდება ახალი ზელანდიის „ოკლენდს“ (ოკეანეთის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული).

ამ წყვილში გამარჯვებული 23 სექტემბერს ჯიდაში (საუდის არაბეთი) დაუპირისპირდება „ალ-აჰლის“ (აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული). ეს იქნება პირველი ნახევარფინალური შეხვედრა. ამ მატჩში ასევე გათამაშდება აფრიკა-აზია-ოკეანეთის თასი.

10 დეკემბერს მექსიკის „კრუს ასული“ (კონკაკაფ-ის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული) შეხვდება კოპა ლიბერტადორესის ჩემპიონს, რომელიც 29 ნოემბერს გამოვლინდება.

ამ წყვილში გამარჯვებულს 13 დეკემბერს ელოდება მატჩი პირველი ნახევარფინალის გამარჯვებულთან. მოგებული გავა მთავარ ფინალში, სადაც შეხვდება უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს, „პარი სენ-ჟერმენს“. გადამწყვეტი მატჩი 17 დეკემბერს გაიმართება.