ფიფა-მ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელა #1TVSPORT
ფიფა-მ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელა #1TVSPORT

27 თებერვალს, პარიზში, ფიფას დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც გამოავლინეს 2022 წლის საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციებში:

საუკეთესო მეკარე ქალთა შორის – მერი ირპსი (ინგლისი);

საუკეთესო მეკარე მამაკაცთა შორის – ემელიანო მარტინესი (არგენტინა);

ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზი წლის საუკეთესო გოლისთვის – მარჩინ ოლეკსი (ამპუტანტი-ფეხბურთელი);

საუკეთესო მწვრთნელი ქალთა შორის – სარინა ვიგმანი (ინგლისი ნაკრების მთავარი მწვრთნელი);

საუკეთესო მწვრთნელი მამაკაცთა შორის – ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი);

ფიფა-ს ფეარ პლეის პრიზი – ლუკა ლოჩოშვილი (საქართველო);

საუკეთესო გულშემატკივრები – არგენტინის ნაკრების გულშემატკივრები;

წლის სიმბოლური ნაკრები – ტიბო კურტუა, აშრაფ ჰაკიმი, ჟოაუ კანსელო, ვირჯილ ვან დაიკი, კევინ დე ბრუინი, ლუკა მოდრიჩი, კაზემირო, ლიონელ მესი, კილიან მბაპე, ქარიმ ბენზემა, ერლინგ ჰალანდი;

წლის საუკეთსო ქალი ფეხბურთელი – ალექსია პუტელასი (ესპანეთი, „ბარსელონა“);

წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი – ლიონელ მესი (არგენტინა, პსჟ).