ფიფა-მ 2021 წლის სამი ულამაზესი გოლის ნომინანტები გამოავლინა [ვიდეო] #1TVSPORT
ფიფა-მ 2021 წლის სამი ულამაზესი გოლის ნომინანტები გამოავლინა [ვიდეო] #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) დაასახელა ფერენც პუშკაშის სახელობის პრემიის ფინალისტები. ეს პრიზი წლის ყველაზე ლამაზი გოლის ავტორს გადაეცემა.

თავდაპირველად, გაფართოებულ სიაში 11 ნომინანტი იყო, საბოლოოდ კი სამი კანდიდატი დარჩა:

ერიკ ლამელა (არსენალი-ტოტენჰემი, პრემიერლიგა, 14 მარტი)

პატრიკ შიკი (ჩეხეთი-შოტლანდია, ევრო 2020, 14 ივნისი)

მეჰდი თარემი (ჩელსი-პორტუ, ჩემპიონთა ლიგა, 13 აპრილი)

პრიზის მფლობელი გამოვლინდება 17 იანვარს გამოვლინდება, როცა გაიმართება ფიფა-ს 2021 წლის ჯილდოების გადაცემის ცერემონია.