ფიფა ლა ლიგის მატჩების აშშ-ში გამართვის წინააღმდეგია
ფიფა ლა ლიგის მატჩების აშშ-ში გამართვის წინააღმდეგია

ფიფა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივის წინააღმდეგია. საუბარია ამ ქვეყნის უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონის, „ლა ლიგის“ მატჩების ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართვაზე. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მრჩეველთა საბჭომ უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ „ჟირონასა“ და „ბარსელონას“ შორის მატჩის მაიამიში გამართვას მხარს არ დაუჭერს.

„ფიფა არ მისცემს უფლებას ესპანურ კლუბებს თამაშები აშშ-ში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ჩაატარონ. „ჟრონასა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა მხოლოდ და მხოლოდ ჟირონას სტადიონზე გაიმართება. ჩვენი მოთხოვნაა, ეროვნული ლიგის მატჩები გუნდებმა საკუთარ ქვეყანაში გამართონ.“ – განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ.

აღსანიშნავია, რომ ფიფას წესდების 71-ე მუხლის თანახმად, საერთაშორისო შეხვედრებისა და შეჯიბრების დროს წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების დროს, საბოლოო სიტყვა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ეკუთვნის.