ფიფა განიხილავს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებში პენალტების სერიის დანერგვას #1TVSPORT
ფიფა განიხილავს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებში პენალტების სერიის დანერგვას #1TVSPORT

ფიფა განიხილავს წინადადებას, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებში, შესაძლოა, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გამოიყენონ, – ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ძირითად დროში მატჩის ფრედ დამთავრების შემთხვევაში, პენალტების სერია დაინიშნება, რომელში გამარჯვებული გუნდიც ბონუს ქულას მიიღებს. ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ გუნდებმა უფრო სანახაობრივი და შემტევი ფეხბურთი აჩვენონ.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი იქნება ტურნირის ისტორიაში, რომელსაც სამი ქვეყანა უმასპინძლებს – აშშ, კანადა და მექსიკა. ასევე პირველი იქნება, რომელშიც 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 32-ია, მათგან 13 უეფა-ს ზონას (ევროპის კონტინეტს) წარმოადგენს. ახალ შესარჩევ ციკლში ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპიდან (სადაც საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს), მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს დამატებით 3 ევროპული ნაკრები მიიღებს.