ფიფა ფეხბურთის განვითარებისთვის დამატებით მილიარდ დოლარს დახარჯავს #1TVSPORT
ფიფა ფეხბურთის განვითარებისთვის დამატებით მილიარდ დოლარს დახარჯავს #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ორგანიზაცია დამატებით ერთ მილიარდ დოლარს გამოყოფს მსოფლიოში ფეხბურთის განვითარებისთვის.

ინფანტინოს სიტყვებით, კორონავირუსის პანდემიისა და მთელ მსოფლიოში სხვა კრიზისული სიტუაციების მიუხედავად, ფიფა-ს მოგებამ ბოლო ერთ წლის განმავლობაში 7.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ერთი მილიარდით აღემატება მოსალოდნელ თანხას.

„ჩვენ გვექნება პროგნოზირებადი დამატებითი მოგება ერთი მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც დაუყოვნებლივ იქნება ინვესტირებული ფეხბურთში – დაწყებული ამ მომენტიდან მომდევნო ციკლამდე. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ფეხბურთი მსოფლიოში კიდევ უფრო მეტად განვითარდეს“, – განაცხადა ინფანტინომ ფიფა-ს ოფიციალურ გვერდზე.