ფიფა ევროპის სუპერლიგაში მონაწილე ფეხბურთელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ან ევროზე თამაშს აუკრძალავს
ფიფა ევროპის სუპერლიგაში მონაწილე ფეხბურთელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ან ევროზე თამაშს აუკრძალავს

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) და ექვსმა საფეხბურთო კონფედერაციამ გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომელიც შეეხება ჭორებს ევროპული სუპერლიგის სავარაუდო შექმნის შესახებ. განცხადებაში წერია, რომ ვერც ერთი კლუბი ან ფეხბურთელი, რომელიც სუპერლიგაში ითამაშებს, ვერ შეძლებს მონაწილეობას ფიფას, უეფასა და სხვა კონფედერაციების ეგიდით გამართულ სხვა ტურნირებში. ეს შეეხება მსოფლიოს, ევროპისა და სხვა კონტინენტების ჩემპიონატებს, აგრეთვე, ჩემპიონთა ლიგას, ლიბერტადორესის თასსა და სხვა საკლუბო ტურნირებს.

„ევროპის დახურული სუპერლიგის შექმნის შესახებ ამასწინდელი ჭორების ფონზე, ფიფასა და ექვს კონფედერაციას (აფრიკა, ევროპა, აზია, კონკაკაფი, კონმებოლი და ოკეანეთი) კიდევ ერთხელ სურს გაიმეოროს და მკაცრად გაუსვას ხაზი იმას, რომ ამგვარ ტურნირს არ აღიარებს ფიფა და არც ერთი შესაბამისი კონფერენცია. ასე რომ, ნებისმიერი კლუბი ან მოთამაშე, რომელიც ასეთ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, არ დაიშვება ფიფას ან შესაბამისი კონფედერაციების ეგიდით გამართულ ტურნირებზე.

ფიფასა და კონფედერაციების წესდების თანახმად, ყველა ტურნირი უნდა იყოს ორგანიზებული ან აღიარებული შესაბამისი ორგანოების მიერ შესაბამის დონეზე – ფიფა მიერ გლობალურ დონეზე და კონფედერაციების მიერ საკონტინენტთაშორისო დონეზე. აქედან გამომდინარე, კონფედერაციები აღიარებენ ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატს პლანეტის ერთადერთ საკლუბო ტურნირად. ამავდროულად, ფიფა აღიარებს კონფედერაციების მიერ ორგანიზებულ საკლუბო ჩემპიონატებს, როგორც ერთადერთ საკლუბო კონტინენტალურ ტურნირებს“, – წერია ფიფას განცხადებაში.

დატოვე კომენტარი