ფიფა და ყატარი 2022 წლის მუნდიალის მონაწილეების 32-დან 48-მდე გაზრდას განიხილავენ
ფიფა და ყატარი 2022 წლის მუნდიალის მონაწილეების 32-დან 48-მდე გაზრდას განიხილავენ

ფიფას- პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებთან, გუნდების რაოდენობის გაზრდის საკითხი განიხილა.

შეხვედრაზე ჩემპიონატის მონაწილე გუნდების 32-დან 48-მდე გაზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრეს, იტყობინება – „ქუვეით ნიუს აგენსი“ (Kuwait News Agency0.

უკვე ცნობილია, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადაში და მექსიკაში 48 გუნდის მონაწილეობით ჩატარდება, მაგრამ ინფანტინოს გუნდების გაზრდა უკვე 2022 წლისთვის აქვს დაგეგმილი.

„მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ ეს მარტივი იქნება? არა და მე უნდა ვთქვა სიმართლე, რომ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება“, – მოყავს გამოცემას ინფანტინოს სიტყვები.