ფიფა 22-ში მამარდაშვილი ყველაზე პერსპექტიული მეკარეების სამეულშია #1TVSPORT
ფიფა 22-ში მამარდაშვილი ყველაზე პერსპექტიული მეკარეების სამეულშია #1TVSPORT

პოპულარული ინტერნეტ-თამაშის, Fifa-ს 22-ე ვერსიაში ბევრი ახალი მოთამაშე გამოჩნდა – მათ შორის 20 წლის გიორგი მამარდაშვილი.

VG247-ის მიმომხილველი მსოფლიოში მილიონობით მოთამაშეს ურჩევს, რომ კარის საიმედოობისთვის ახალგაზრდა პერსპექტიული მეკარეები აირჩიონ, მათ შორის კი საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარეც დაასახელა.

„გიორგი მამარდაშვილი – „ვალენსიას“ 20 წლის ახალგაზრდა მეკარე იაფი, მაგრამ კარგი ვარიანტია. მას აქვს კარგი საწყისი ბალანსი მისაღები საწყისი ფასის, ღირსეული ჯამური შეფასება (75) და ძლიერი პოტენციალი (83). მამარდაშვილი შეიძლება ტოპ-გუნდების შემცვლელ მეკარედ გამოიყენოთ. შეიძლება ოდნავ სუსტ გუნდებში მოხვდეს და ისინი გრძელვადიან პერსპექტივაში გააძლიეროს“, – წერს ფიფა 22-ის მიმომხილველი.

საინტერესოა, რომ ფიფა 22-ში ამ მეკარეებს სხვა ფასები აქვთ, ვიდრე „ტრანსფერმარკტის“ შეფასებაში. გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი 10,5 მილიონი ფუნტია და ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა მეკარეების სამეულშია.

 

რეკომენდიებული მეკარეების სრული სია ასე გამოიყურება:

კოენ კასტილსი, ვოლფსბურგი – 52 მილიონი ფუნტი

დომინიკ ლივაკოვიჩი, დინამო ზაგრები – 35 მლნ.

გიორგი მამარდაშვილი, ვალენსია – 10.5 მლნ.

მაარტენ ვანდევორდტი, გენკი 4.3 მლნ.

ლაუტარო მორალესი, ლანუსი – 5 მლნ.

კონსტანტინოს ცოლაკისი, ოლიმპიკაკოსი – 2.3 მლნ.

გავინ ბაზუნუ, პორტსმუთი – 1.3 მლნ.

დატოვე კომენტარი