ფიფა 2026 წელს გააერთიანებს სექტემბრისა და ოქტომბრის სანაკრებო პაუზებს - გუნდები 16 დღეში ოთხ მატჩს ჩაატარებენ #1TVSPORT
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) სანაკრებო მატჩების კალენდრის სერიოზულ ცვლილებას გეგმავს. ორგანიზაცია აპირებს სექტემბრისა და ოქტომბრის პაუზების გაერთიანებას. ორი სანაკრებო ფანჯრის ნაცვლად, იქნება ერთი 16-დღიანი ფანჯარა, – წერს გამოცემა El Desmarque.
წყაროს ცნობით, 2026 წელს პირველი პაუზა ეროვნული გუნდებისთვის 21 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება. დროის ამ მონაკვეთში ნაკრებები არა ორს, არამედ ოთხ შეხვედრას ჩაატარებენ. ამასთან, ნოემბრის ფანჯარა 9-დან 17 რიცხვამდე გაგრძელდება და გუნდები ორ-ორ შეხვედრას გამართავენ.
აღნიშნავენ, რომ ახალი განრიგი, მინიმუმ, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.