ფიფა 2020 წელს „ოქრო ბურთის“ მფლობელის გამოვლენას აპირებს
ფიფა 2020 წელს „ოქრო ბურთის“ მფლობელის გამოვლენას აპირებს

„ბაიერნის“ მმართველი საბჭოს პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ ფიფას პრეზიდენტთან ჯანი ინფანტინოსთან განიხილა ფრანგული გამოცემა „ფრანს ფუტბოლის“ გადაწყვეტილება – არ გასცეს 2020 წელს „ოქროს ბურთი“. მიზეზად კორონავირუსის პანდემია დასახელდა.

გერმანელი ფუქციონერის თქმით, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ, შესაძლოა, დამოუკიდებლად დააჯილდოვოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.

„ველაპარაკე ინფანტინოს ტელეფონით. ამჟამად, ფიფა სერიოზულად განიხილავს 2020 წელს „ოქროს ბურთის“ გადაცემას”, – თქვა რუმენიგემ.

ადრე „ბაიერნის“ ერთ-ერთმა შეფმა გააკრიტიკა „ფრანს ფუტბოლის“ პოზიცია და განაცხადა, რომ ამ საკითხს ინფანტინოსთან განიხილავდა. რუმენიგე „ოქროს ბურთის“ მთავარ პრეტენდენტად მიუნხენელთა ფორვარდს რობერტ ლევანდოვსკის მიიჩნევს.

31 წლის პოლონელმა 31 მატჩში 34 გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში, ყველა ტურნირზე კი 53 გოლი დაუგროვდა.