ფიდე-ს გრან პრიზე ნანა ძაგნიძემ მსოფლიო ქალთა რეიტინგის ტოპ-ხუთეულის წარმომადგენელთან პირველი ტურის პარტია ყაიმით დაასრულა #1TVSPORT
ფიდე-ს გრან პრიზე ნანა ძაგნიძემ მსოფლიო ქალთა რეიტინგის ტოპ-ხუთეულის წარმომადგენელთან პირველი ტურის პარტია ყაიმით დაასრულა #1TVSPORT

გიბრალტარში სტარტი აიღო ფიდე-ს გრან პრის გათამაშების დასკვნითმა ეტაპმა ქალ მოჭადრაკეთა შორის.

ამ შეჯიბრზე ქართული ქალთა ჭადრაკის ლიდერი ნანა ძაგნიძის ასპარეზობს.

შეჯიბრი 12 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 11 ტურად გაიმართება.

ნანა ძაგნიძემ პირველი ტურის პარტია მსოფლიო ქალთა რეიტინგის ტოპ-ხუთეულის წარმომადგენელ ეკატერინა ლაჰნოსთან ყაიმით დაასრულა.