Fichajes-ი - მამარდაშვილის გადაბირება სამ ინგლისურ გრანდს სურს, მათ, შესაძლოა, „ვალენსიის“ ფინანსური პრობლემებით ისარგებლონ #1TVSPORT
Fichajes-ი - მამარდაშვილის გადაბირება სამ ინგლისურ გრანდს სურს, მათ, შესაძლოა, „ვალენსიის“ ფინანსური პრობლემებით ისარგებლონ #1TVSPORT

„ტოტენჰემმა“, „ნიუკასლმა“ ან „მანჩესტერ იუნაიტედმა“, შესაძლოა, „ვალენსიის“ ფინანსური პრობლემებით ისარგებლონ და გიორგი მამარდაშვილი გადაიბირონ, – ინფორმაციას გამოცემა Fichajes-ი ავრცელებს.

„ინგლისური კლუბები – „ტოტენჰემი“, „ნიუკასლი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ გიორგი მამარდაშვილს აკვირდებიან. ქართველი მეკარე მოთხოვნადი „ვალენსიაში“ თამაშის შემდეგ გახდა. 23 წლის ქართველი ფეხბურთელი 2021 წელს „დინამო თბილისიდან“ გადმოსვლის შემდეგ „ღამურების“ გამორჩეული წევრად იქცა.

„ვალენსია“, შეიძლება, იძულებული გახდეს და მამარდაშვილი გაყიდოს, რადგან ადმინისტრაცია ცდილობს, დიდი დავალიანების შემდეგ ბიუჯეტი დააბალანსოს. მამარდაშვილი, რომელსაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 14 მატჩი აქვს ჩატარებული, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მეკარედ ითვლება.

ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, მან უკვე ჩაატარა 146 მატჩი პროფესიულ დონეზე და უნდა მოერგოს გუნდებს, რომლებიც ბურთის კონტროლზე არიან ორიენტირებულები. მეკარე განსაკუთრებით „ნიუკასლს“ სჭირდება, რადგან რამდენიმე თვის განმავლობაში პირველი მეკარის, ნიკ პოუპის გარეშე დარჩა. „კაჭკაჭებს“ ასევე უკავშირებენ „კრისტალ პალასის“ მეკარის, სემ ჯონსტოუნის მომავალს“, – წერს გამოცემა.