ფიბას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო  - დინამო - არისი
ფიბას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო - დინამო - არისი

დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი” საბერძნეთის „არისს” დაუპირისპირდება. ეს გახლავთ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ორმატჩიანი საკვალიფიკაციო ეტაპი, რომლის წარმატებით დაძლევის შემთხვევაშიც „დინამო” ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად გააგრძელებს ბრძოლას.

დინამოელები სეზონის წინ მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ. გუნდს ლეგიონერებთან ერთად დაემატნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები – მიხეილ ჭოჭუა და მერაბ ბოქოლიშვილი. რაც შეეხებათ ლეგიონერებს, 4 ამერიკელია – ჯალენ მაკგაუი, რიჯერ დოუელი, ჯორდან სვოპშირი და ლემონ მეკი. ასევე ხორვატი ცენტრი დომაგოი ბუბალო.

ბერძნულ „არისთან” მატჩებში „დინამოს” ღირსებას დაიცავს მიხეილ ბერიშვილიც, რომელიც შემდეგ ყატარულ „ალ-შამალში” გადავა. გასული სეზონის შემადგენლობიდან გუნდში დარჩა ლევან გრძელიძე, ხოლო ახალგაზრდული გუნდიდან დინამოელებმა ვოვა თავაქარაშვილი და გიორგი ბიგანაშვილი დაიმატეს. გუნდის ახალწვეულები არიან ასევე მაიზერ რევაზაშვილი და მერაბ მირზიაშვილი.

შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში (26 მაისის მოედანი 1) 20 სექტემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი