ფიბამ (FIBA) მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრისთვის კალათები შეადგინა
ფიბამ (FIBA) მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრისთვის კალათები შეადგინა

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის წილისყრისთვის კალათების შემადგენლობები.

ძირითადი კრიტერიუმი იყო გუნდის ადგილი მსოფლიო რეიტინგში. ერთადერთი გამონაკლისი გახლდათ პირველ კალათში ჩინეთის ნაკრების მოხვედრა, რადგან ის ტურნირის მასპინძელია.

კალათების შემადგენლობები:

I კალათი: ჩინეთი (30-ე ადგილი), აშშ (1), ესპანეთი (2), საფრანგეთი (3), სერბეთი (4), არგენტინა (5), ლიეტუვა (6), საბერძნეთი (8);
II კალათი: რუსეთი (10), ავსტრალია (11), ბრაზილია (12), იტალია (13), პუერტო-რიკო (16), თურქეთი (17), დომინიკის რესპუბლიკა (18), ვენესუელა (20);
III კალათი: გერმანია (22), კანადა (23), ჩეხეთი (24), პოლონეთი (25), ირანი (27), მონტენეგრო (28), ფილიპინები (31), კორეა (32);
IV კალათი: ნიგერია (33), სენეგალი (37), ახალი ზელანდია (38), ანგოლა (39), იაპონია (48), იორდანია (49), ტუნისი (51), კოტ დ’ივუარი (64).

წილისყრა 16 მარტს, ქალაქ შენჟენში გაიმართება.