ფიბა-ს ოფიციალური გვერდი - საქართველოს ნაკრებს ყოველთვის შეუძლია, თავის ლიდერს, თორნიკე შენგელიას დაეყრდნოს #1TVSPORT
ფიბა-ს ოფიციალური გვერდი - საქართველოს ნაკრებს ყოველთვის შეუძლია, თავის ლიდერს, თორნიკე შენგელიას დაეყრდნოს #1TVSPORT

დანიის ნაკრებთან თორნიკე შენგელიას შესანიშნავ თამაშს მსოფლიო კალათბურთის ფედერაციის (ფიბა) ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა.

„საქართველოს ნაკრებს ყოველთვის შეუძლია, თავის ლიდერს, თორნიკე შენგელიას დაეყრდნოს. დანიასთან შეხვედრაში გამოცდილმა ფორვარდმა შთამბეჭდავი სტატისტიკა დააფიქსირა – 27 ქულა, 11 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 5 დაფარება.

შენგელიასთვის ეს გამორჩეული მატჩი იყო, რომლის პიკად ეფექტიანობის 36-ქულიანი მაჩვენებელი იქცა. მისი სტატისტიკა ვიქტორ ვემბანიამას შედეგებს მოგვაგონებდა – ფრანგი კალათბურთელი საკვალიფიკაციო ეტაპის ევროპულ ზონაში დაფარებების რეკორდის ავტორია (2023 წელს მან 6 დაფარება შეასრულა).

ამასთან, შენგელია გახდა მერვე მოთამაშე, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპის ევროპულ ზონაში ეფექტიანობის 36 ან მეტი რეიტინგი დააფიქსირა“, – წერს ფიბა-ს ოფიციალური გვერდი.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს 2 ივლისს უკრაინასთან გამართავს, ხოლო 5 ივლისს ბოლო ტურში ესპანეთს დაუპირისპირდება.