FIBA-ს განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები ათი ადგილით დაწინაურდა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ FIBA-მ ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ეროვნული გუნდი მასში ათი ადგილით დაწინაურდა და 23-ე პოზიციას იკავებს.
საქართველოს ნაკრებს 465.9 ქულა აქვს. ევროპულ ნაკრებებს შორის ამ მაჩვენებლით ქართველი კალათბურთელები მე-14 ადგილზე არიან და უსწრებენ ისეთი ქვეყნის ეროვნულ გუნდებს, როგორებიც – ხორვატია, ისრაელი, ბოსნია ჰერცოგოვინა და თურქეთი არიან.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია განახლებულ კლასიფიკაციაში მესამეა და მხოლოდ აშშ-სა და ესპანეთს ჩამორჩება. სიაში მეოთხეა ავსტრალიის ნაკრები, ხოლო ხუთეულს მსოფლიოს 2023 წლის ვიცე-ჩემპიონი სერბეთი ხურავს.
აღსანიშნავია ლატვიის ნაკრების პროგრესი. პლანეტის პირველობაზე მეხუთე ადგილზე გასული ქვეყნის საკალათბურთო გუნდი 22 ადგილით დაწინაურდა და 743.7 ქულით FIBA-ს რეიტინგში მერვეა.
🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚 🚨
🇺🇸 USA reclaim #1 spot in FIBA Men’s World Ranking!
📊 See the full rankings here, presented by @Nike: https://t.co/GeTyrrEHDF pic.twitter.com/oDljE0NUAR
— FIBA (@FIBA) September 15, 2023