FIBA-ს ახალი გენერალური მდივანი ჰყავს

12:13, 08.12.2018

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIBA) ახალი გენერალური მდივნის თაობაზე ჩამოყალიბდა.

ეს ვაკანტური თანამდებობა ანდრეას ზაგკლისმა ჩაიბარა. ამის შესახებ FIBA-ის ოფიციალური გვერდი წერს.

38 წლის ბერძენი კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციას 2016 წელს შეუერთდა და აქამდე იურიდიური დირექტორის პოსტი ეკავა.

FIBA-ის გენერალური მდივნის თანამდებობა რამდენიმე თვის წინ გახდა ვაკანტური, როცა ბუენოს აირესში, მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა ცნობილი თანამდებობის პირი პატრიკ ბაუმანი.

მსგავსი