ფიბა-მ გიორგი შერმადინი კიდევ ერთხელ აღიარა
ფიბა-მ გიორგი შერმადინი კიდევ ერთხელ აღიარა

მსოფლიოს მმართველი საკალათბურთო ორგანიზაციის ფიბა-ს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ვრცელი პუბლიკაცია, რომელშიც ქვეყნების მიხედვით ჩამოთვლილია საუკეთესო კალათბურთელები.

ნოემბრის ფანჯარაში ფიბა-ს ვერსიით საქართველოს ნაკრების MVP (ყველაზე ღირებული მოთამაშე) გიორგი შერმადინია. აი, რა წერია საიტზე ჩვენი ცენტრის შესახებ:

გიორგი შერმადინი – 216 სმ, ცენტრი, 1989

19.0 ქულა, 9.0 მოხსნა, 3.0 პასი.

შერმადინის ელიტური დონის წარმოდგენა გრძელდება. 31 წლის კალათბურთელმა საქართველოს ნაკრების ორ მატჩში 80 წუთიდან მხოლოდ 10 წუთი დაისვენა. მისმა გუნდმა ორივე მატჩი მოიგო. მან ფინეთთან 27 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ამ ფანჯარაში ასევე ეფექტური იყო თად მაკფადენი.

სხვა გუნდების საუკეთესოები:

ისრაელი – ტამირ ბლატი

პოლონეთი – მიხალ სოკოლოვსკი

ესპანეთი – ქუინო კოლომი

რუმინეთი – ლუკას ტოჰატანი

იტალია – ამადეო ტესიტორი

რუსეთი – ანდერი ვორონცევიჩი

ესტონეთი – რაინ ვეიდემანი

ბელგია – რეტინ ობასოჰანი

დანია – გაბრიელ ლინდბერგი

ლიეტუვა – ეიმანტას ბენძიუსი

ჩეხეთი – იარომირ ბოჰაჩიკი

ხორვატია – მირო ბილანი

ჰოლანდია – იანიკ ფრანკე

შვედეთი – ქრისტოფერ შერაპოვიჩი

თურქეთი – შეინ ლარკინი

საქართველო – გიორგი შერმადინი

სერბეთი – ალეკსა ავრამოვიჩი

ფინეთი – სასუ სალინი

შვეიცარია – მარკო მლადიანი, დუშან მლადიანი

სლოვენია – იაკა ბლაჟიჩი

უკრაინა – ვოლოდიმირ ჰერუნი

ავსტრია – რაშიდ მაჰალბაშიჩი

საფრანგეთი – ამათ მბაიე

დიდი ბრიტანეთი – გაბე ოლასენი

მონტენეგრო – ჯასტინ კობსი

გერმანია – ანდრეას ობსტი

საბერძნეთი – იოანის ათინაიუ

ბოსნია და ჰერცეგოვინა – კენან კამენიასი

ბულგარეთი – ჩავდარ კოსტოვი

ლატვია – მარტინს მეიერსი